ჭადრაკი

23:57 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭადრაკეთა მე-15 ადგილი ოლიმპიადაზე

საქართველოს 16-წლამდე მოჭადრაკეთა ნაკრებმა თურქულ ქონიაში გამართულ ოლიმპიადაზე 5 მოგება და 4 მარცხი მიითვალა და 10 ქულით 46 გუნდს შორის მეცამეტე-ოცდამეერთე ადგილები გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მე-15 იყო.

დასკვნით მე-9 ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა შრილანკას 3:1 სძლიეს. პარტიები მოიგეს ნიკოლოზ პეტრიაშვილმა (2389) და ნიკოლოზ კაჭარავამ (2356), ლუკა ობოლაძემა (2318) და ეკატერინე ფიფიამ (1995) კი ფრედ ითამაშეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მთლიანად თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული და მასში შოთა ხოდაშნელიც ირიცხებოდა, კაპიტანი კი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა გახლდათ.
ოლიმპიადის გამარჯვებული პირველ ნომრად განთესილი უზბეკეთი გახდა 16 ქულით, ვერცხლი ინდოეთს (14) ერგო, ბრინჯაო კი – ჩინეთს (13), რომელმაც ბელარუსს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111686