ფეხბურთი

0:59 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ცრემლი, სიყვარული, ისტორია - კაშია არნემში დააფასეს (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას არნემის „ვიტესში“ გაცილების საღამო მოუწყვეს. „გერლედომ არენაზე“ ფანები კაპიტანს ბანერებით, შეძახილებით და სიყვარულით დახვდნენ. ქართველმა ფეხბურთელმა კი ცრემლები ვერ შეიკავა.

მართლაც, ბევრს ნიშნავს, როცა ასე გაფასებენ. კაშია კი „ვიტესის“ ქომაგებისთვის უბრალოდ ფეხბურთელი რომ არ გახლდათ, აქამდეც ნათელი იყო. შეგახსენებთ, კაშიამ „ვიტესში“ 2010-2018 წლებში ითამაშა და ყველა ტურნირის ჩათვლით 292 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა.

უშუალოდ ერედივიზიონში ჩატარებული მატჩების რაოდენობით კი, კლუბის რეკორდსმენიც გახდა (244 მატჩი, 20 გოლი). გარდა ამისა, "ვიტესმა" 125-წლიან ისტორიაში პირველი ტიტული სწორედ ჩვენებურის კაპიტნობით მოიგო - 2017 წელს ჰოლანდიის თასი.

ქართველმა ფეხბურთელმა „ვიტესთან“ 8-წლიანი ურთიერთობა გასულ ზაფხულს დაასრულა და კარიერა ამერიკული MLS-ის ბინადარ „სან ხოსეში“ გააგრძელა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113859