სხვა

20:35 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყვარელი დაწინაურდა  

საქართველოს ქალთა ჩემპიონატს ხელბურთში ლიდერობს ყვარლის გუნდი - 3 თამაშიდან 6 ქულა. 4-4 ქულა აქვთ ქარიშხალას, ფოთს, სამტრედიას და აჭარას. შეჯიბრება უკვე 2019 წელს განახლდება.

დღეს, სპორტკომპლექს არენაში, ყვარელმა ზედიზედ მესამე თბილისური გუნდი დაამარცხა: ამჯერად - პეგასი, 41-33. ქვეყნის ჩემპიონმა, ქარიშხალამ მოუგო მამულს, 48-37.

ახლა საერთო ტურში ერთმანეთში უნდა ითამაშონ აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდებმა. საბოლოოდ, 4 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს.

დეკემბერში საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ ჩემპიონატში თამაშს გააგრძელებს თბილისის ოლიმპია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბების ნაკრებს წარმოადგენს. 8-9 დეკემბერს ჩვენებს ორი გასვლა აქვთ ბაქოში, ყარაბაღთან, ხოლო 20-21 დეკემბერს თბილისში მივიღებთ განჯლარ ბირლიის.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

ქალები, უმაღლესი ლიგა. 1 დეკემბერი, არენა 2

ყვარელი - პეგასი 41-33

ყვ: ამონაშვილი - ქიტესაშვილი 20, თეთრაშვილი 8, სურამლიშვილი 5, ფუღიაშვილი 4, მ. ტეტოშვილი 2, თავღორიშვილი 2, სმოიანი, დ. ტეტოშვილი, აფციაური, კოკორაშვილი

პეგ: ჩაჩუა, ახვლედიანი, გაზდელიანი - ჩხაიძე 19, სვანიძე 6, პაპუაშვილი 4, ქებაძე 4, ტარტარაშვილი, კორძაია, ექსეულიძე, ქ. მაკარაშვილი, ე. მაკარაშვილი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი

ქარიშხალა - მამული 48-37

ქარ: არაბაჯევი, მუმლაძე - ა. ჩხაიძე 14, ქ. ცინცაძე 9, მ. ცინცაძე 7, ხმელაძე 6, ციცქიშვილი 6, ი. ჩხაიძე 5, რაზმაძე 1, შერგელაშვილი, თათარაშვილი, დოღაძე, კაკაბაძე

მამ: გორგიძე, გორჯოლაძე - შახულოვი 14, იაშვილი 7, ბერიკაშვილი 6, დანელია 5, ჩუხატურიანი 5, ქობალია, ჯოხაძე, მურჯიკნელი, მაჩაბელი

მსაჯები: ი. ჭკუასელი - ზ. აბრამიშვილი

------------------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

ყვარელი-------3---3---0---0--129-102--6

ქარიშხალა-----3---2---0---1--126-113--4

ფოთი-----------3---2---0---1---61-50---4

სამტრედია-----3---2---0---1---55-48---4

აჭარა------------3---2---0---1---54-47---4

პეგასი----------3---1---0---2--112-121--2

წყალტუბო-----3---0---0---3---45-70---0

მამული---------3---0---0---3--108-139--0

განახლდება 2019 წელს. 4 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129274