სხვა

18:30 | 30.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

4 ლიდერი 4-4 ქულით

ხელბურთელ ქალთა ეროვნულ ჩემპიონატზე ყვარელმა 44-37 დაამარცხა ქარიშხალა, ხოლო პეგასმა 47-39 მოუგო მამულს. ხვალ სპორტკომპლექს არენაში ორი მატჩია: ყვარელი - პეგასი, ქარიშხალა - მამული.

ორივე მატჩის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. 2018 და 2017 წლის ჩემპიონებმა, ქარიშხალამ და პეგასმა 20-20 ითამაშეს. გადამწყვეტი გამოდგა მონაკვეთი, როცა რჩებოდა 9 წუთი, ანგარიში იყო 34-34, ყვარლის ლიდერი ქიტესაშვილი მსაჯებმა 2 წუთით გააძევეს, მაგრამ მისმა თანაგუნდელებმა ზუსტად აქ გარდატეხეს თამაში (37-34) და მერე მოგება აღარ გასჭირვებიათ.

მამულმა ზედ შესვენებაზე გაუქვითა ხუთბურთიანი ჩამორჩენა პეგასს (23-23), ერთხანს კიდევ იყო თანაბარი თამაში, თუმცა, 2016 წლის ჩემპიონმა სოლიდურად მოიგო - 47-39.

საბოლოოდ, 4 გუნდს დაუგროვდა 4-4 ქულა, ყვარელს ერთი თამაში მარაგში აქვს და ხვალ შეუძლია ერთპიროვნულად დაწინაურება, მაგრამ თუ პეგასთან წააგო, შესაძლო გახდება, ერთბაშად 5 ან 6 ლიდერი გვყავდეს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

ქალები, უმაღლესი ლიგა. 30 ნოემბერი, არენა 2

ქარიშხალა - ყვარელი 37-44

ქარ: არაბაჯევი, ლობჟანიძე - ქ. ცინცაძე 12, ა. ჩხაიძე 9, ციცქიშვილი 9, ი. ჩხაიძე 5, ხმელაძე 2, კვეკვესკირი, ბიძინაშვილი, თათარაშვილი, რაზმაძე, დოღაძე

ყვ: ამონაშვილი - ქიტესაშვილი 15, თეთრაშვილი 13, სურამლიშვილი 6, ფუღიაშვილი 6, მ. ტეტოშვილი 3, სმოიანი 1, თავღორიშვილი, დ. ტეტოშვილი, აფციაური

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი

პეგასი - მამული 47-39

პეგ: ჩაჩუა - ე. ჩხაიძე 21, კორძაია 9, სვანიძე 8, ქებაძე 6, პაპუაშვილი 3, ტარტარაშვილი

მამ: გორგიძე, გორჯოლაძე - შახულოვი 16, იაშვილი 16, დანელია 4, ბერიკაშვილი 2, ნიკოდიმოვა 1, ჩუხატურიანი, მურჯიკნელი

მსაჯები: ი. ჭკუასელი - ზ. აბრამიშვილი

------------------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

ყვარელი--------2---2---0---0---88-69---4

ფოთი-----------3---2---0---1---61-50---4

სამტრედია-----3---2---0---1---55-48---4

აჭარა------------3---2---0---1---54-47---4

ქარიშხალა------2---1---0---1---78-76---2

პეგასი-----------2---1---0---1---79-80---2

მამული---------2---0---0---2---71-91---0

წყალტუბო-----3---0---0---3---45-70---0

1 დეკემბერი, არენა 2

13:00 ყვარელი - პეგასი

14:30 ქარიშხალა - მამული

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091952