ფეხბურთი

10:53 | 30.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესი ვარჯიშზე დაშავდა

ხუთშაბათს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევი, ალექსის სანჩესი, ვარჯიშისას დაშავდა. 29 წლის ჩილელმა მუხლის ტრავმა მიიღო. რამდენად სერიოზულია იარა ექიმები დღეს დაადგენენ. ამასობაში კი ალქსისმა თავის „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა მტკივანი ფეხის ფოტო.

„მანჩესტერს“ უახლოესი თამაში 1 დეკემბერს უწევს. პრემიერლიგის მე-14 ტურის მატჩში, ჟოზე მოურინიუს შეგირდები „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდებიან.

0.114423