ფეხბურთი

15:30 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეიტინგი: საქართველოს პროგრესი

ფიფამ ნოემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები მცირე პროგრესს აგრძელებს და ამჯერად 3 საფეხურით დაწინაურდა და უკვე 90-ეულში მოკალათდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდს 1269 სარეიტინგო ქულა აქვს და 89-ე პოზიციაზეა. აქვე გეტყვით, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრებმა ორი თამაში ჩაატარა, ანდორასთან ფრეს გამორჩა (1:1), ხოლო ყაზახეთი დაამარცხა (2:1).

...85. გაბონი - 1277 ქულა

86. ლუქსემბურგი - 1276

87. კვიპროსი - 1276

88. ერაყი - 1271

89. საქართველო - 1269

90. ისრაელი - 1269

91. ყირგიზეთი - 1264

92. ტრინიდადი და ტობაგო - 1260

93. ყატარი - 1258

94. ბენინი - 1257

95. უზბეკეთი - 1251

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეტოქეს ერთა ლიგის ნახევარფინალში, ბელარუსის ნაკრებს, მანაც განიცადა პროგრესი და 78-ე ადგილიდან 76-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

საუკეთესო ათეულში კი ერთადერთი გადაადგილება მოხდა - პორტუგალიამ და ურუგვაიმ ადგილები გაცვალეს:

1. ბელგია - 1727 ქულა

2. საფრანგეთი - 1726 ქულა

3. ბრაზილია - 1676

4. ხორვატია - 1634

5. ინგლისი - 1631

6. პორტუგალია - 1614

7. ურუგვაი - 1609

8. შვეიცარია - 1599

9. ესპანეთი - 1591

10. დანია - 1589

ფიფას ახალი და 2018 წლის ბოლო რეიტინგი 20 დეკემბერს გამოქვეყნდება.

0.131341