სხვა

17:12 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახმა ტოკიო-2020-ს საკუთარი მობილური შესწირა

ტოკიოში ვიზიტისას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი ტოკიო-2020-ისთვის წუნდებული ელექტრო ტექნიკის მედლებად ჩამოსხმის აქციას შეუერთდა.

იაპონიის მასშტაბით წუნდებული ელექტრო ტექნიკის შეგროვების აქცია 2017 წლის აპრილში დაიწყო. აქცია ამგვარი მოწყობილობებიდან ძვირფასი ლითონის გამოცალკევებას და მათი ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მედლებად ჩამოსხმას ითვალისწინებს.

ამ აქციით იაპონელებს საშუალება ეძლევათ 2020 წლის თამაშებისთვის მზადებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. შემომწირველთა შორის არიან ათლეტები და საპორტის ოფიციალური პირებიც.

თომას ბახი ასევე დაესწრო აზიის ოლიმპიური საბჭოს ათლეტთა ფორუმს.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120198