ფეხბურთი

11:51 | 28.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერი“ ინგლისის ლიგის თასის ბოლო მეოთხედფინალისტი გახდა

წუხელ, „ლესტერმა,“ ინგლისის თასის მერვედფინალში (იქაურად მე-4 რაუნდში), თავის „კინგ პაუერის“ სტადიონზე, „საუთჰემპტონს“ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში მოუგო (6:5) და შემდგომ რაუნდში გავიდა. თამაში 0:0 დამთვრდა, თუმცა ბოლოსკენ, ვიდეოარბიტრის გამოყენების შემდეგ, მსაჯმა როჯერ ისტმა სტუმრებს გოლი გაუუქმა.

ამრიგად, ლიგის თასის (სხვაგვარად, კარაბაოს თასის) მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: „არსენალი“ – „ტოტენჰემი,“ „ლესტერი“ – „მანჩესტერ სიტი,“ „მიდლსბრო“ – „ბრაიტონი“ და „ჩელსი“ – „ბორნმუთი.“

მატჩები 17 დეკემბრიდან მოყოლებული, რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ლიგის თასის მოქმედი მფლობელი „მანჩესტერ სიტია,“ რომელმაც შარშანდელ ფინალში „არსენალი“ 3:0 გაანადგურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116773