ფეხბურთი

4:59 | 28.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: შვიდი მერვედფინალისტი გაირკვა (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩები ოთხ ქვეჯგუფში გაიმართა და ბოლო ტურის ფაქტობრივად ინტრიგა მოკვდა. დღეს, 7 მერვედფინალისტის ვინაობა გარიკვა: „ბაიერნი“, „აიაქსი“, „მანჩესტერ სიტი“, „რეალი“, „რომა“, „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

ბოლო ტურში ხსენებულ ოთხ ჯგუფში ერთი მერვედფინალისტი უნდა გამოვლინდეს. და კიდევ, გასარკვევი დარჩა, ვინ გავა პლეი-ოფში პირველი ადგილით და ვინ - მეორე ადგილით.

E ჯგუფი

მიუნხენის „ბაიერნს“ მიმდინარე სეზონში თავს უამრავი კრიტიკა დაატყდა და ალბათ დამსახურებულადაც, მაგრამ ერთია ამ გუნდის თამაში ბუნდესლიგაში და მეორე - ჩემპიონთა ლიგაზე. ნიკო კოვაჩის გუნდმა ლისაბონის „ბენფიკა“ გააცამტვერა. მართალია, ამჟამინდელი „ბენფიკა“ არაფრის საზომად არ ივარგებს, მაგრამ „რეკორდმაისტერმა“ თვალებში რომ გამოიხედა, ამაზე დავაც არ ღირს.

5:1 - ანგარიში სრულად ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. დიდებული იყო არიენ რობენი, რომელმაც ახალგაზრდობა გაიხსენა და მშვენიერი გოლები გამოაცხო. ჰოლანდიელის დუბლს, დუბლითვე უპასუხა რობერტ ლევანდოვსკიმ, ხოლო წერტილი არიენ რობენმა დასვა.

ამავე ჯგუფში ამსტერდამის „აიაქსმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წელს კარგი გუნდია. თან, ძალიან და თანაც, კონკურენტუნარიანი. ჰოლანდიური გრანდი ათენში ჩავიდა და აეკ-ი მარტივად დაამარცხა. თამაში მეტად მოსაწყენი გამოდგა და დუშან ტადიჩის დუბლმა გადაწყვიტა მისი ბედი. აი, გაცილებით საინტერესო იყო ის, რაც სტადიონს მიღმა თამაშამდე მოხდა. გულშემატკივრებმა ერთმანეთში იჩხუბეს და მოკლედ, ოლიმპიური სტადიონის მიმდებარედ დიდი არეობა და გაწევ-გამოწევა იყო.

ბოლო ტურის წინ ამ ჯგუფიში ინტრიგა პრაქტიკულად აღარ არსებობს. „ბაიერნი“ და „აიაქსი“ პლეი-ოფში არიან, „ბენფიკა“ - ევროპა ლიგაზე. ეს არ შეიცვლება და უკვე ბეჭედდასმულია. აი, ერთადერთი რამაა გასარკვევი - ვინ გავა პირველ ადგილზე? ბოლო ტურში „აიაქსი“ „ბაიერნს“ მასპინძლობს და თუ გაიმარჯვებს, ჯგუფში იპირველებს, ხოლო გერმანელებს ფრეც დააკმაყოფილებთ.

აეკ - „აიაქსი“ 0:2 (0:0) VIDEO

ათენი, „ოლიმპიური სტადიონი“

მაყურებელი: 25 756

აეკ (4-2-3-1): ბარკასი; ბაკაკისი, ოიკონომუ, ჩიგრინსკი, ჰულტი; იალანოპულოსი, ალეფი; გალო (ბოიე 74), ლივიაი, მანტალოსი (კლონარიდისი 78); პონსე (იაკუმაკისი 82)

მწვრთნელი: მარინოს უზუნიდისი

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი (კრისტენსენი (82), დე ლიგტი, ვიობერი, ბლინდი; ვან დე ბეკი (ლაბიადი 86), შონე, დე იონგი; ნერეში, დოლბერგი (ჰუნტელაარი 62), ტადიჩი

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

გოლები: 0:1 ტადიჩი (68, პენ), 0:2 ტადიჩი (72)

გაფრთხილება: ოიკონომუ (29), ჩიგრინსკი (52), ლივაია (54, 68), იაკუმაკისი (90) - შონე (19), მაზრაუი (60)

გაძევება: ლივაია (68)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 13 (5) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

„ბაიერნი“ – „ბენფიკა“ 5:1 (3:0) VIDEO

მიუნხენი, „ალიანც არენა“

მაყურებელი: 70 000

„ბაიერნი“ (4-3-3): ნოიერი; რაფინია, ბოატენგი, ზულე, ალაბა; მიულერი (იეონგი 81), კიმიხი, გორეცკა; რობენი (სანჩესი 72), ლევანდოვსკი, რიბერი (ვაგნერი 78)

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

„ბენფიკა“ (4-3-3): ვლაჩოდიმოსი; ალმეიდა, კონტი, რუბენ დიასი, გრიმალდო; პიცი (ფერნანდესი 46), ფეისა (სემედო 76), გაბრიელი; რაფა სილვა, ჟონასი (სეფეროვიჩი 59), სერვი

მწვრთნელი: რუი ვიტორია

გოლები: 1:0 რობენი (13), 2:0 რობენი (30), 3:0 ლევანდოვსკი (36), 3:1 ფერნანდესი (46), 4:1 ლევანდოვსკი (51), 5:1 რიბერი (76)

გაფრთხილება: რობენი (25), რიბერი (32) - სემედო (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (10) – 5 (2) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

F ჯგუფი

მეექვსე ტურის წინ ერთადერთი ჯგუფი, სადაც ინტრიგა ცოცხალია, სწორედ F ჯგუფია. თავდაპირველად ის ვთქვათ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ მერვედფინალის საგზური გაიფორმა. არადა, პეპ გვარდიოლას გუნდი ლამის დამარცხდა ლიონში. საერთოდ, „ოლიმპიკმა“ პირველ ტურში ინგლისში დაამარცხა „ქალაქელები“ და ახლაც ახლოს იყო ამასთან.

დიდებულად გაისარჯა კორნე, რომელმაც დუბლი შეასრულა. სხვათა შორის, მან მანჩესტერშიც გაიტანა და 2016-2017 წლების სეზონის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლიგაზე „სიტის“ ორ თამაშში სამი გოლი გაუტანა. მაშინ იგივე ლეო მესიმ გააკეთა. კორნეს გოლებით „ლიონი“ ორჯერ ამარცხებდა „სიტის“, მეორედ 81-ე წუთზე, მაგრამ მალევე სერხიო აგუერომ გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. არადა, „ლიონს“ რომ მოეგო, პლეი-ოფში ორივე გავიდოდა, მაგრამ ახლა ამის თქმა მხოლოდ „სიტიზე“ შეგვიძლია. „ლიონმა“ კი ზედიზედ მეოთხე ფრე ითამაშა და თუ მერვედფინალში თამაში უნდა ბოლო ტურშიც მინიმუმ იგივე უნდა გააკეთოს.

დონეცკის „შახტარმა“ კი ზინსჰეიმში „ჰოფენჰაიმი“ უდრამატულეს ბრძოლაში დაამარცხა. საოცარი გუნდია ეს „ჰოფენჰაიმი“ - ბევრს იტანს და ბევრსაც, შეიძლება ითქვას, უფრო მეტს უშვებს. „დონბასელებმა“ მე-15 წუთისთვის 1:0 წაიყვანეს ანგარიში, მაგრამ მასპინძლებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს. ორივე გუნდს მხოლოდ გამარჯვება უტოვებდა შანსს, რომ პლეი-ოფისთვის ებრძოლათ, ამიტომ, ფრე არაფრის მომცემი იყო. მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა, მაგრამ 90-ე წუთზე ტაისონის გომა „მეშახტეებს“ მოაგებინა და ჯგუფში ძალზე დაძაბა ვითარება. ჩვენდა გასახარად, ამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა დავით ხოჭოლავამ და არცთუ ურიგოდ.

„სიტი“ გასულია, თუმცა პირველი ადგილი გაფორმებული არ აქვს. აი, „ლიონს“ 7 ქულა აქვს, „შახტარს“ – 5. ბოლო ტურში სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს უკრაინაში და ალბათ, ხვდებით, რამდენად დაძაბული მატჩი გამოვა... „ჰოფენჰაიმს“ კი ვემშვიდობებით. ევროპა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი აქვს, მაგრამ ეს უფრო ზღაპარს ჰგავს - თავად სტუმრად „სიტი“ უნდა დაამარცხოს და „შახტარმა“ წააგოს...

„ჰოფენჰაიმი“ – „შახტარი“ 2:3 (2:2) VIDEO

ზინსჰეიმი, „ვირსოლ არენა“

მაყურებელი: 22 920

„ჰოფენჰაიმი“ (3-5-2): ბაუმანი; ბიჩაკჩიჩი, ვოგტი, შულცი (გრიფო 85); კადერაბეკი, დემირბაი, ნორდვეიტი (გრილიტში 85), კრამარიჩი, ზუბერი (ნელსონი 77); ბელფოდილი, შალაი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

„შახტარი“ (4-2-3-1): პიატოვი; მატვიენკო, ხოჭოლავა, კრივცოვი, ისმაილი; მაიკონი, სტეპანენკო (ალან პატრიკი 77); დანჩენკო (ბუტკო 90), კოვალენკო (დენტინიო 85), ტაისონი; ჟუნიორ მორაეში

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

გოლები: 0:1 ისმაილი (14), 0:2 ტაისონი (15), 1:2 კრამარიჩი (18), 2:2 ზუბერი (40), 2:3 ტაისონი (90)

გაფრთხილება: შალაი (58, 60), ვოგტი (89), დმერიბაი (90) - სტეპანენკო (38), მატვიენკო (68), კრივცოვი (90), დანჩენკო (90), პიატოვი (90)

გაძევება: შალაი (60)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 11 (8) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 6:0

მსაჯი: ივან კრუზლიაკი (სლოვაკეთი)

„ლიონი“ – „მანჩესტერ სიტი“ 2:2 (0:0) VIDEO

ლიონი, „პარკ ოლიმპიკი“

მაყურებელი: 56 039

„ლიონი“ (3-4-3): ლოპეში; დენაიერი, მარსელო, მარსალი; რაფაელი (ტეტე 74), ნდომბელე, ოუარი, მენდი; კორნე (ტერიერი 89), დეპაი, ფეკირი (ტრაორე 84)

მწვრთნელი: ბრუნო ჟენეზიო

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, ლაპორტე, ზინჩენკო; მაჰრეზი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა; სანე (დელფი 71), აგუერო (ფოდენი 90), სტერლინგი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 კორნე (55), 1:1 ლაპორტი (62), 2:1 კორნე (81), 2:2 აგუერო (83)

გაფრთხილება: მენდი (62) - ფერნანდინიო (23), სტერლინგი (34)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 9 (6) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 1:7 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

G ჯგუფი

მოსკოვის ცსკა-მ შინ „პლზენთან“ წააგო ადრეულ მატჩში და სანამ „რომა“ – „რეალი“ დაიწყებოდა, ცნობილი გახდა, რომ ორივე გუნდი მერვედფინალში იყო. მიუხედავად ამისა, რომში საინტერესო შეხვედრა შედგა, ორი განსხვავებული ტაიმით.

პირველ ნახევარში „რომა“ აღემატებოდა ესპანურ გრანდს და დაწინაურებაც არაერთხელ შეეძლო. განსაკუთრებით ტაიმის ბოლოს წუთზე, როდესაც ჯენგიზ იუნდერმა 2 მეტრიდან საოცარი მომენტი გააცუდა, პრაქტიკულად ცარიელ კარში... მართლაც დაუჯერებელია, როგორ ვერ გაიტანა თურქმა შემტევმა. „რეალმა“ მეტოქე ასეთი დაუდევრობისთვის დასაჯა და მეორე ტაიმში მასტერკლასი ჩაუტარა. გარეთ ბეილისა და ლუკას ვასკესის გოლებით სანტიაგო სოლარის გუნდმა მოიგო და „ეიბართან“ კოშმარული მარცხი დაივიწყა.

„რეალი“ პირველი ადგილით გავა პლეი-ოფში, „რომა“ მეორე იქნება. ვინ ითამაშებს ევროპა ლიგაზე, ამას ბოლო ტური გაარკვევს. თუმცა, „პლზენი“ ფავორიტია, რადგან ახლა მას და ცსკა-ს 4-4 ქულა აქვთ და ასეთ შემთხვევაში უპირატესობას ჩეხური გუნდი ფლობს. ბოლო ტურში კი მოსკოველები მადრიდში „რეალს“ ესტუმრებიან და რა შანსი აქვთ, რომ ქულა მაინც მოიპოვონ, თავად განსაჯეთ...

ცსკა - „პლზენი“ 1:2 (1:0)

მოსკოვი, „ლუჟნიკი“

მაყურებელი: 52 892

ცსკა (3-4-2-1): აკინფეევი; ნაბაბკინი, ბეკაო, ჩერნოვი; ფერნანდეში, ბისტროვიჩი, ვლაშიჩი, შენიკოვი (ეფრემოვი 46); ობლიაკოვი (კუჩაევი 72), სიგურდსონი; ჩალოვი (ჟამალეტდინოვი 80)

მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო

„პლზენი“ (4-2-3-1): ჰრუშკა; რეჟნიკი,ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი (კოპიჩი 46); პროჩაჟკა, ჰროსოვსკი; პეტრჟელა (ჰაველი 70), ჩერმაკი, კოვარიკი; ჩორი (რეჟნიჩეკი 80)

მწვრთნელი: პაველ ვრბა

გოლები: 1:0 ვლაშიჩი (10, პენ), 1:1 პროჩაჟკა (56), 1:2 ჰეიდა (81)

გაფრთხილება: ობლიაკოვი (13), ჩალოვი (24) - ჰუბნიკი (36), ჰროსოვსკი (60), კოპიჩი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 11 (7) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 4:9 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

„რომა“ – „რეალი“ 0:2 (0:0) VIDEO

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

მაყურებელი: 59 124

„რომა“ (4-2-3-1): ოლსენი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; ნზონზი (ჩორიჩი 64), კრისტანტე; ჯენგიზ იუნდერი, ძანიოლო (კარსდორპი 69), ელ შაარავი (კლუივერტი 22); შიკი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო; კროოსი, ლორენტე, მოდრიჩი (ვალვერდე 77); ვაკსესი, ბენზემა (მარიანო დიასი 77), ბეილი (ასენსიო 84)

მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი

გოლები: 0:1 ბეილი (47), 0:2 ვასკესი (59)

გაფრთხილება: ძანიოლო (42) - მოდრიჩი (21), ვარანი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 9 (7) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 0:7

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

H ჯგუფი

ინტრგა აღარ არსებობს H ჯგუფში და ეს მარუან ფელაინის დამსახურებაა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა, ამჯერად შინ „იანგ ბოიზთან“, თუმცა მსაჯის პირველ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით მოიგო და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. არადა, რომ არა ფელაინის გოლი, „მანიუს“ ბოლო ტურში „ვალენსიასთან“ მინიმუმ ქულის მოპოვება დასჭირდებოდა... ალბათ, ამიტომ, ჟოზე მოურინიომ გოლი ძალზე ემოციურად აღნიშნა და წყლის ბოთლების ყუთი მიწას დაახეთქა...

მეორე შეხვედრაც მოსაწყენი გამოდგა. „იუვენტუსმა“ „ვალენსია“ მარიო მანჯუკიჩის კინკილა გოლით დაამარცხა, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუმ გაუკეთა შესანიშნავი და რაც მთავარია, საგოლე გადაცემა. აქვე გეტყვით, რომ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე მეასე თამაში მოიგო და პირველია ისტორიაში, ვინც აღნიშნულ მაჩვენებსლ უწია.

ბოლო ტურის წინ ერთი ინტრიგა არსებობს - ვინ გავა პირველ ადგილზე. „იუვენტუსს“ 12 ქულა აქვს, „მანჩესტერს“ – 10. თუმცა, თუ ბოლო ტურში ინგლისელები „ვალენსიას“ დაამარცხებენ, ხოლო „იუვე“ „იანგ ბოიზთან“ ვერ მოიგებს, პირველ ადგილზე „იუნაიტედი“ გავა. აი, მესამე ადგილის და შესაბამისად, ევროპა ლიგის საგზურის მფლობელი ცნობილია - „ვალენსია“.

„იუვენტუსი“ – „ვალენსია“ 1:0 (0:0) VIDEO

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 39 070

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო (კანსელუ 46); ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი; დიბალა (დუგლას კოშტა 79); მანჯუკიჩი, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ვალენსია“ (4-4-2): ნეტო; ვასი, გაბრიელ პაულისტა, დიახაბი, გაია; კოკელნი, კონდოგბია (სოლერი 72), პარეხო, გედეში; როდრიგო (გამეირო 46), სანტი მინა (ბატუაი 67)

მწვრთნელი: მარსელინო ტორალი

გოლი: 1:0 მანჯუკიჩი (59)

გაფრთხილება: ბენტანკური (13), კუადრადო (60), მატუიდი (83) - გაია (31), კონდოგბია (43), დიახაბი (62), გედეში (69), ბატშუაი (74)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 3 (1) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „იანგ ბოიზი“ 1:0 (0:0) VIDEO

მანჩესტერი, „ოლდ ტრაფორდი“

მაყურებელი: 72 876

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (4-3-3): დე ხეა; ვალენსია (მატა 72), ჯონსი, სმოლინგი, შოუ; ფელაინი, მატიჩი, ფრედი (პოგბა 65); ლინგარდი (ლუკაკუ 64), რაშფორდი, მარსიალი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

„იანგ ბოიზი“ (4-5-1): ვონ ბალმუსი; მბაბუ, კამარა, ვონ ბერგენი (გარსია 46), ბენიტო; სულეიმანი (ფასნახტი 66), სოუ, ლაუპერი, ებიშერი, ასალე; ნსამე (ნგამალეუ 83)

მწვრთნელი: გერარდო სეოანე

გოლი: 1:0 ფელაინი (90)

გაფრთხილება: მატიჩი (22), ვალენსია (72) - კამარა (48), ბენიტო (61)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (4) – 5 (0) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 8:1

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

Loading...
სტატისტიკა
0.264576