ფეხბურთი

1:16 | 27.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდიას დუბლი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში შესანიშნავი თამაში ჩაატარა ლუკა ზარანდიამ, რომელმაც თავი დუბლით გამოიჩინა. ქართველის „არკამ“ კრაკოვის „ვისლა“ ადვილად, 4:1 დაამარცხა.

ლუკამ 28-ე წუთზე ჯერ 2:0 გახადა ანგარიში, ხოლო 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქართველი მსაჯის კომპენსირებულ დროში შეცვალეს და პუბლიკამ აპლოდისმენტებით გააცილა.

22 წლის ზარანდიას მიმდინარე სეზონში 12 თამაშში 4 გატანილი გოლი დაუგროვდა და ამასთან 2 საგოლე პასიც აქვს მითვლილი.

„არკა“ კი, 16 ტურის შემდეგ 23 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება.

0.153427