ჭადრაკი

14:47 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სწრაფ ჭადრაკში ვახანიამ იმარჯვა

ალექსანდრა ვახანიას (2141) დამაჯერებელი პირველობით დასრულდა სწრაფ ჭადრაკში გრან პრის მეოთხე ეტაპის გათამაშება.

ჩემპიონმა 9 ტურში 7.0 ქულაა მოაგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო ინგა ჭარხალაშვილს (2347). მესამე ადგილზე 6 ქულით და უკეთესი მაჩვენებლებით მერი არაბიძე (2386) გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირი უძლიერესი შემადგენლობით გამოირჩეოდა და 17 მონაწილიდან 8 საერთაშორისო დიდოსტატი (!) გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115533