კალათბურთი

21:55 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ “ბასკონიას” ამჯერადაც ულიდერა

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანურ ლიგა ენდესაში სტუმრად “ობრადოირის” 81:74 სძლია, ქართველი კალათბურთელი კი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:21 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 10-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. გამოსარჩევია ბრაზილიელი მარსელიონიო უერტასის გარჯაც, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო.
“ბასკონიამ” 8 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.

შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 დეკემბერს, შინ, “ბრეოგანთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115116