კალათბურთი

2:09 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 28 ქულა 28 წუთში (+VIDEO)

19 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ადრიატიკის ლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და კვლავაც უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის მფლობელი გახდა.

გოგას “მეგა ბემაქსმა” შინაურ კედლებში ხორვატულ “ციბონას” 82:80 სძლია, ჩვენებური კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:50 წუთში 28 ქულა (24 მეორე ტაიმში), 6 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.
ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა 13-დან 9 ორქულიანი და 14-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 10-ჯერ დაარღვიეს.
შედეგად, ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა და არსებობს შანსი, ის არა მხოლოდ გასული მატჩის, არამედ სრულიად მე-9 ტურის საუკეთესო კალათბურთელი გახდეს.
“მეგა ბემაქსმა” 7 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” ჩამორჩება, რომელსაც წაგების სიმწარე ჯერაც არ შეუგრძვნია.
სერბულ კლუბს მომდევნო შეხვედრა 10 დეკემბერს, სტუმრად, ევროლიგის მონაწილე მონტენეგროს “ბუდუჩნოსტთან” ელის.

მიმოხილვა

სრული მატჩი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13408