საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე ხელბურთში, 2018 წლის ჩემპიონმა, აჭარის გუნდმა მინიმალური სხვაობით დაამარცხა მეორე პრიზიორი, თბილისის ქარიშხალა 22-21. ლიდერმა, ფოთის ოქროს ვერძმა 20-11 მოუგო ყვარელს.
ქარიშხალამ 13-8 მოიგო პირველი ტაიმი, მაგრამ მეორეში აჭარელებმა სიტუაცია გამოააწორეს. საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, ქამაშიძემ ჯამში 10 გოლი გაიტანა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა - აჭარის გუნდმა თამაშის ბოლოში უპირატესობა შეინარჩუნა.
ფოთმა მოულოდნელად იოლად მოიგო პირველი ტაიმი (10-2), ყვარელმა შეამცირა სხვაობა (9-12), თუმცა, მაინც ბევრით წააგო - 11-20. ფოთი 20 შესაძლებლიდან 19 ქულით ლიდერობს, ლიდერზე 3 ქულით მეტი აქვს დაკარგული აჭარის გუნდს, ოთხით - ყვარელსა და ქარიშხალას. საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს სამტრედიაც.
პეგასმა დღეს ორივე მატჩი წააგო და სამეულში მოხვედრა გაუჭირდება. თბილისელები ჯერ მოულოდნელად ბევრით დამარცხდნენ ბათუმთან - 11-23, შემდეგ კი პირველი ტაიმი სამი ბურთით მოუგეს სამტრედიას, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, 15-19.
ბათუმის, მსგავსად, პირველი მატჩი მოიგო წყალტუბომ, რომელმაც დაამარცხა მამული, 21-18. ხვალ და ზეგ სპორტკომპლექს არენაში 5-5 მატჩია, რის შემდეგაც 2019 წლამდე არდადაგები გამოცხადდება. ხვალ თამაშები 12 საათიდან იწყება.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19
გოგონები, 17 წლამდე
23 ნოემბერი, არენა 2
პეგასი - ბათუმი 11-23
მამული - წყალტუბო 18-21
სამტრედია - პეგასი 19-15
აჭარა - ქარიშხალა 22-21
ყვარელი - ფოთი 11-20
წყალტუბო - ქარიშხალა 12-30
მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი - თ. ქიტესაშვილი
-----------------თ---მ---ფ---წ-------ბ------ქ
ფოთი----------10---9---1---0--170-120--19
აჭარა------------9---7---0---2--183-124--14
ქარიშხალა------9---6---1---2--227-186--13
სამტრედია----10---6---1---3--168-133--13
ყვარელი--------8---5---1---2--147-114--11
პეგასი-----------9---3---0---6--160-165---6
ბათუმი--------10---2---1---7--122-169---5
წყალტუბო----11---1---1---9--123-216---3
მამული---------8---0---0---8--127-200---0
24 ნოემბერი, არენა 2
12:00 ქარიშხალა - სამტრედია
13:00 ბათუმი - ყვარელი
14:00 აჭარა - პეგასი
15:00 ფოთი - მამული
16:00 სამტრედია - ყვარელი
25 ნოემბერი, არენა 2
11:00 ყვარელი - აჭარა
12:00 წყალტუბო - პეგასი
13:00 ბათუმი - მამული
14:00 ფოთი - ქარიშხალა
15:00 მამული - აჭარა







