ფეხბურთი

21:27 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ამ დღეს: "ელ კლასიკო", ლუიშ ფიგუ და ღორის თავი (+VIDEO)

ზუსტად 16 წლის წინ, 2002 წლის 23 ნოემბერს, „კამპ ნოუზე“ „ელ კლასიკო“ შედგა. „ბარსელონასა“ და „რეალის“ შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, საგოლე მომენტებიც მწირი რაოდენობით შეიქმნა, მაგრამ ეს თამაში დავიწყებას არასდროს მიეცემა.

ეს არ ყოფილა ლუიშ ფიგუს პირველი დაბრუნება „კამპ ნოუზე“ მეტოქის რანგში, მაგრამ „ბლაუგრანას“ ინჩადა პორტუგალიელ ფეხბურთელს განსაკუთრებით აგრესიულად დახვდა.

მეორე ტაიმის 25-ე წუთზე, რაულ ბრავოს ჩაწოდების შემდეგ მიხაელ რაიციგერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია და მის შესასრულებლად ფიგუ გაეშურა, ფანებმა ყველაფერი, რაც ხელში მოხვდათ, მისი მიმართულებით ისროლეს. მათ შორის, ღორის თავიც... პორტუგალილემა კუთხური შეასრულა და ლამის გოლიც გაიტანა. „ბარსას“ არგენტინელმა კარის დარაჯმა ბონანომ კუთხურზე ბოლო მომენტში მოიგერია ბურთი და საკუთარი კარი გოლისგან იხსნა. მოედნის მეორე კიდესთანაც ლუიში გაემართა, ხოლო ფანების აგრესია არ შენელებულა. კარლეს პუიოლი „ბარსელონას“ გულშემატკივრებს დამშვიდებისკენ მოუწოდებდა, მაგრამ საქმე იქამდეც მივიდა, რომ შეხვედრა დროებით შეწყდა. მსაჯმა მატჩი მხოლოდ 15 წუთის შემდეგ განაახლა.

249 თამაშის, 45 გოლის, ორი სამეფო თასის, ორი ესპანეთის ჩემპიონობის, ერთი თასების თასის, ერთი ესპანეთის სუპერთასის, ერთი ევროპის სუპერთასისა და „ბარსელონაში“ გატარებული 5 წლის შემდეგ, პუბლიკის აბსოლუტური იდეალი ლუიშ ფიგუ 2000 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადავიდა.

ტრანსფერი მეტად სკანდალურიც გამოდგა. ფლორენტინო პერესი მადრიდელ ქომაგებს სენსაციურ ტრანსფერს დაჰპირდა და სიტყვა შეასრულა კიდეც. ფიგუ მზად იყო „ბარსასთან“ კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა, მაგრამ მისი აგენტი „სამეფო კლუბთან“ უკვე შეთანხმებული გახლდათ. ასე შედგა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური გარიგება...

სტატისტიკა
0.274748