ფეხბურთი

2:35 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბომბონერა" "ბოკას" ვარჯიშზე გაივსო (+VIDEO)

ლიბერტადორესის თასის ფინალის საპასუხო მატჩამდე რაც უფრო ნაკლები დრო რჩება, სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება. არგენტინული სუპერკლასიკოს პირველმა დაპირისპირებამ ორი კვირის წინ გამარჯვებული ვერ გამოვლინა (2:2).

საინტერესოა, რომ „ბოკა ხუნიორსმა“ უკანასკნელი ვარჯიში „ბომბონერაზე“ ჩაატარა და სტადიონი პირთამდე გაივსო. ის, რაც „ბოკას“ საშინაო არენაზე ვარჯიშის დროს ხდებოდა, უბრალოდ წარმოუდგენელია...

შეგახსენებთ, საპასუხო შეხვედრა 24 ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება და მატჩს „რივერის“ სტადიონი, „მონუმენტალი“ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ამ ფინალურ დუელში არ მოქმედებს სტუმრად გატანილი გოლის წესი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114244