ფეხბურთი

1:42 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალში" მოდრიჩის დრო იწურება

მადრიდის „რეალისა“ და ლუკა მოდრიჩის ისტორია სრულდება. Mundo Deportivo-ს ცნობით, ფლორენტინო პერესი აღარ აპირებს ხორვატი ფეხბურთელი შენარჩუნებას და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას.

მოდრიჩს მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ გუნდს დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ ესპანური მედიის ცნობით, „სამეფო კლუბმა“ მოდრიჩის შემცვლელი უკვე იპოვა ლონდონის „ტოტენჰემში“ - კრისტიან ერიკსენი.

შეგახსენებთ, თავის დროზე, ხორვატიც სწორედ „მამლებიდან“ შეუერთდა მადრიდულ გრანდს.

0.114745