კალათბურთი

1:54 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი ყველაზე შედეგიანია

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ევროთასის D ჯგუფში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. მალაგელები მონტენეგროს წარმომადგენელ “მორნარ ბარს” დაუხვდნენ და მეტოქე 113:76 გაანადგურეს.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 26 ქულა ჩააგდო და ბარელები არც ამჯერად დაუნდია.
გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და მართალია, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, პარკეტზე მხოლოდ 14:24 წუთი გაატარა, მაინც საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ქართველმა ლეგიონერმა 10-დან 8 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 19 ქულას 4 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა. შერმადინს ერთხელ დაუფარეს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.
შედეგად, ჩვენებური სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ფინელ თანაგუნდელ სასუ სალინს (25) ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულას 7 მოხსნა წაამატა.
ესპანურმა გუნდმა 8 ტურში 7 მოგება მოაგროვა და ჯგუფს რუსულ “უნიკსთან” ერთად ლიდერობს, რომელსაც უკვე სანაკრებო პაუზის მერე, 12 დეკემბერს, ყაზანში ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123746