ჭადრაკი

19:35 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლაჰნო ტიტულს მიუახლოვდა

რუსი მოჭადრაკე კატერინა ლაჰნო (2556) კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალთა შორის მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონის ტიტულს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირს რუსული ხანტი-მანსიისკი მასპინძლობს, კატერინას მეტოქე კი ჩინელი ცზიუ ვენცზიუნი (2568) გახლავთ.
დღეს, ფინალის მე-3 პარტია შედგა, რომელშიც თეთრი ფიგურებით ცზიუ თამაშობდა, თუმცა, ყაიმის მეტს ვერაფერს გამორჩა.
ამგვარად, ლაჰნო 2:1 დაწინაურდა და თუკი ხვალ თეთრებით ყაიმამდე მივა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს გაიფორმებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095163