ფეხბურთი

19:10 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო და ერთა ლიგა: ჯგუფური ეტაპის სტატისტიკა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი საუკეთესო შედეგით დაასრულა და ნახევარფინალში, რომელიც 2020 წლის მარტშია ჩანიშნული, თბილისში, ბელარუსს უმასპინძლებს.

ახლა კი, წარმოგიდგენთ მშრალ სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის შემდეგ დააფიქსირა...

თამაში - 6 მოგება - 5 ფრე - 1 წაგება - 0 ქულა - 16 (საუკეთესო შედეგი დივიზიონში)

გატანილი გოლი - 12 (საშუალოდ 2 გოლი თამაშში)

გაშვებული გოლი - 2

დარტყმა - 94 კარში დარტყმა - 31 კარისკენ არაზუსტი დარტყმა - 35 ბლოკირებული დარტყმა - 28 ძელი (ხარიხა) – 1

ჩაწოდება - 171 ზუსტი ჩაწოდება - 71 (42%) კუთხური - 49

პასი - 3 196 ზუსტი პასი - 2 752 (85%)

ბურთის ფლობა საშუალოდ - 61% (მესამე შედეგი მთლიანად ერთა ლიგაზე მაკედონიისა და ესპანეთის შემდეგ)

მეკარის სეივი - 11 მშრალი მატჩი - 4

ვარდნა - 34 მოპოვებული ბურთი - 186

ყვითელი ბარათი - 4 დაჯარიმდა - 72 მასზე დაჯარიმდნენ - 89

აქვე, წარმოგიდგენთ ყველა იმ ფეხბურთელების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, რომლებმაც ერთა ლიგაზე თუნდაც 1 წუთი მაინც ითამაშეს:

გიორგი ლორია - 6 თამაში (540 წუთი), 2 გაშვებული გოლი,11 სეივი (1.8 საშუალოდ თამაშში), ზუსტი პასი 69% (86/127).

ოთარ კაკაბაძე - 6 თამაში (536 წუთი), 21 მოპოვებული ბურთი, 2 ვარდნა, 17 ზუსტი ჩაწოდება, ზუსტი პასი 85% (302/354), ყვითელი ბარათი 1.

დავით ხოჭოლავა - 5 თამაში (191 წუთი), 4 მოპოვებული ბურთი, 0 ვარდნა, 1 ზუსტი ჩაწოდება, ზუსტი პასი 96% (121/130).

გურამ კაშია - 5 თამაში (450 წუთი),15 მოპოვებული ბურთი, 1 ვარდნა, 0 ზუსტი ჩაწოდება, ზუსტი პასი 90% (295/323).

სოლომონ კვირკველია - 4 თამაში (360 წუთი), 21 მოპოვებული ბურთი, 7 ვარდნა, 0 ზუსტი ჩაწოდება, ზუსტი პასი 90% (224/243).

ჯემალ ტაბიძე - 1 თამაში (90 წუთი), 5 მოპოვებული ბურთი, 0 ვარდნა, 1 ზუსტი ჩაწოდება, ზუსტი პასი 91% (71/78)

გიორგი ნავალოვსკი - 4 თამაში (360 წუთი), 10 მოპოვებული ბურთი, 9 ზუსტი ჩაწოდება, 0 ვარდნა, ზუსტი პასი 77% (95/119), 1 ყვითელი ბარათი.

ლაშა დვალი - 2 თამაში (180 წუთი), 11 მოპოვებული ბურთი, ზუსტი ჩაწოდება 0, ვარდნა 2, ზუსტი პასი 89% (95/106).

ნიკა კვეკვესკირი - 6 თამაში (540 წუთი), 1 საგოლე პასი, 21 მოპოვებული ბურთი, 1 ვარდნა, 10 ზუსტი ჩაწოდება, ზუსტი პასი 91% (437/477).

ჯაბა კანკავა - 5 თამაში (394 წუთი), 2 გოლი, 2 ზუსტი ჩაწოდება, 10 ვარდნა, 35 მოპოვებული ბურთი, ზუსტი პასი 84% (233/268), 1 ყვითელი ბარათი.

ვაკო ყაზაშვილი - 6 თამაში (534 წუთი), 2 გოლი, 2 საგოლე პასი, 1 ვარდნა, 4 მოპოვებული ბურთი, 6 ზუსტი ჩაწოდება, ზუსტი პასი 85% (163/189).

ოთარ კიტეიშვილი - 2 თამაში (146 წუთი), 3 ზუსტი ჩაწოდება, 1 ვარდნა, 2 მოპოვებული ბურთი, ზუსტი პასი 85% (17/20), 1 ყვითელი ბარათი.

თორნიკე ოქრიაშვილი - 2 თამაში (97 წუთი), 1 გოლი, ზუსტი პასი (85%).

ჯანო ანანიძე - 1 თამაში (22 წუთი), 0 ვარდნა, 0 მოპოვებული ბურთი, 0 ზუსტი ჩაწოდება, ზუსტი პასი 87% (13/15).

გიორგი ჩაკვეტაძე - 6 თამაში (519 წუთი), 4 გოლი, 2 საგოლე პასი, 17 ზუსტი ჩაწოდება, 4 ვარდნა, 6 მოპოვებული ბურთი, ზუსტი პასი 77% (209/265)

გიორგი აბურჯანია - 2 თამაში (57 წუთი), 7 მოპოვებული ბურთი, 0 ვარდნა, 0 ზუსტი ჩაწოდება, ზუსტი პასი 98% (42/43).

გიორგი მერებაშვილი - 3 თამაში (260 წუთი), 1 გოლი, 1 ვარდნა, 1 ზუსტი ჩაწოდება, 5 მოპოვებული ბურთი, ზუსტი 62% (44/71).

ვახტანგ ჭანტურიშვილი - 2 თამაში (13 წუთი), ზუსტი პასი 100% (7/7).

გიორგი პაპუნაშვილი - 1 თამაში (5 წუთი), ზუსტი პასი 67%.

ლუკა ზარანდია - 2 თამაში (4 წუთი), 1 მოპოვებული ბურთი, ზუსტი პასი 75% (6/9).

ჯაბა ჯიღაური - 1 თამაში (10 წუთი), 1 მოპოვებული ბურთი, ზუსტი პასი 100% (8/8).

ვაკო გვილია - 6 თამაში (296 წუთი), 1 გოლი, 0 ვარდნა, 6 მოპოვებული ბურთი, 2 ზუსტი ჩაწოდება, ზუსტი პასი 79% (104/124).

გიორგი ქვილითაია - 1 თამაში (65 წუთი), ზუსტი პასი 69%.

ბაჩანა არაბული - 1 თამაში (78 წუთი), 1 დარტყმა

ნიკა კაჭარავა - 4 თამაში (198 წუთი), 2 დარტყმა, 1 კარში დარტყმა, ზუსტი პასი 68% (25/38).

სტატისტიკური მაჩვენებლები მოცემულია უეფას ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130489