კალათბურთი

23:10 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

უოლკერმა ჯორდანის და ჩემბერლენის შედეგი გაიმეორა

"შარლოტ ჰორნეტსის" ლიდერმა კემბა უოლკერმა ბოლო ორ შეხვედრაში ჯერ 60 ქულა ჩააგდო შემდეგ - 43. ასეთი შედეგი კალათბურთის ისტორიაში კემბას გარდა სულ ხუთ მოთამაშეს დაუფიქსირებია. ესენი არიან მაიკლ ჯორდანი, უილტ ჩემბერლენი, პიტ მავარიჩი, ტრეისი მაკგრეიდი და კობი ბრაიანტი.

უოლკერმა ორი მატჩის ჯამში 103 ქულა ჩააგდო, რაც ასევე "შარლოტ ჰორნეტსის" გუნდის რეკორდია. აქამდე გუნდის საუკეთესო შედეგის მქონე გლენ რაისს კემბამ 20 ქულით აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11542