ფეხბურთი

21:50 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

უგოლო ტაიმი ყაზახეთთან

ამ წუთებში უეფას ერთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩი მიმდინარეობს საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებთა შორის. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არ გახსნილა - 0:0.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ფლობდა უპირატესობას და რამდენჯერმე შეიძლებოდა ანგარიშის გახსნაც, თუმცა, ვერ მოხერხდა. საპასუხოდ, სტუმრებს ერთი რეალური შანსი მიეცათ, მაგრამ მურტაზაევმა ერთი-ერთზე გიორგი ლორიას ვერ აჯობა.

აღნიშნული მატჩის მეორე ტაიმი დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.

0.123879