სხვა

15:21 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ისტორიული შედეგი

ქართველი ხმლით მოფარიკავეებისათვის სეზონის პირველი სტარტის, ალჟირში გამართული მსოფლიო თასის შემდეგ, ცვლილებები მოხდა FIE-ს (ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია) რეიტინგში.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, პირველად ქართული ფარიკაობის ისტორიაში, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
ჩვენს ნაკრებს 200 სარეიტინგო ქულა მოუგროვდა და უკან მოიტოვა საფრანგეთის უძლიერესი გუნდი. რეიტინგის მერვე ადგილი მომდევნო ტურნირებში უკეთესი წილისყრის გარანტიაა, რაც წარმატების შანსს კიდევ უფრო ზრდის. ამასთან, გუნდს ძალიან აახლოებს უმთავრეს მიზანთან – ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრასთან.
ინდივიდუალურ რეიტინგში ორი საფეხურით დაწინაურდა და 23-ეა სანდრო ბაზაძე. ორი ადგილით უკან ჩამოიწია ბექა ბაზაძემ და ამჯერად 59-ეა, შვიდი პუნქტით გაუარესდა მიხეილ მარდალეიშვილის პოზიცია, რომელიც მე-80 გახლავთ. წინა სეზონის შემდეგ, ერთბაშად 32 ადგილით წინ წაიწია ვაჟა რეჭიამ და 209-ე ადგილს იკავებს.
სეზონში ჯერჯერობით არცერთ სტარტზე არ გამოსულან ნიკა შენგელია და საბა სულამანიძე, რომლებიც FIE-ს რეიტინგში შესაბამისად 89-ე და 268-ე პოზიციებზე არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110456