ფეხბურთი

0:51 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-ყაზახეთზე უკვეა 46 686 ბილეთია გაყიდული

საქართველოს და ყაზახეთის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩზე, რომელიც დღეს გახლავთ დაგეგმილი, უკვე 46 686 ბილეთია გაყიდული. ამ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობილია, რომ ვლადიმირ ვაისის შეგირდებს უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზონში ჯგუფში პირველობა განაღდებული აქვთ, თუმცა, დასკვნით ტურში გამარჯვება საპლეიოფო ბრძოლებისას გაცილებით უკეთეს ვითარებაში ჩაგვაყენებს.
შეგახსენებთ, რომ ქართულ-ყაზახური დაპირისპირება თბილისის “დინამო არენაზე” 19 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება და იმის გათვალისწინებით, რომ სტადიონზე 54 ათას მაყურებლამდე ეტევა, ბილეთი კი მხოლოდ ლარი ღირს, თამაშზე სრულ ანშლაგს უნდა ველოდეთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112155