ფეხბურთი

16:10 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვულვზი" ორიჯის სანაცვლოდ "ლივერპულს" 20 მილიონს სთავაზობს

"ლივერპულის" თავდამსხმელმა დივოკ ორიჯიმ შესაძლოა კარიერა "ვულვზში" გააგრძელოს. როგორც Mirror-ი იუწყება, "მგლები" "მერსისაიდელებს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობენ. ჯერჯერობით უცნობია "ლივერპულის" პოზიცია.

თავად ორიჯი "ვულვზის" წინადადებით კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან "ლივერპულში" თამაში არ უწევს. გასულ სეზონში ბელგიელი "ვოლფსბურგში" იყო განათხოვრებული და ბუნდესლიგის 31 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა. მიმდინარე სათამაშო წელს კი პირველი გუნდის რიგებში მხოლოდ 11 წუთი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110507