ფეხბურთი

12:23 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი აშშ-თან მატჩში ხუთ ფეხბურთელს დაასვენებს

იტალიის ეროვნულ ნაკრებს აშშ-თან გასამართ ამხანაგურ მატჩში ჩირო იმობილე, ჯორჯო კიელინი, ლორენცო ინსინიე, ჟორჟინიო და ალესანდრო ფლორენცი ვერ დაეხმარებიან. აღნიშნული ინფორმაცია Football-Italia-მ გაავრცელა. ხუთივე ფეხბურთელი თავის კლუბს ნაადრევად დაუბრუნდება და გამოცემის ინფორმაციით მანჩინი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აპირებს ფოკუსირებას.

პორტუგალიასთან გამართულ ერთა ლიგის მატჩში ხუთივე მოთამაშემ მონაწილეობა მიიღო, მატჩი კი ფრედ 0:0 დასრულდა. იტალიამ მესამე ჯგუფში საბოლოოდ მეორე პოზიცია დაიკავა და A ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. აშშ-თან ამხანაგურ მატჩს "სკუადრა აძურა" გენკში 20 ნოემბერს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112599