კალათბურთი

17:40 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის სიმბოლური ხუთეული (+VIDEO)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ლიგა ენდესას ოფიციალური ვებგვერდი მალაგის “უნიკახას” ერთ-ერთ ლიდერ გიორგი შერმადინს შეეხმიანა და იმ კალათბურთელთა სიმბოლური ხუთეულის შედგენა სთხოვა, რომელთა მხარდამხარაც მას უთამაშია.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ გიორგიმ საუკეთესოთა შორის 2 თანამემამულე – ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია შეიყვანა, მათ გარდა კი, ჩვენებურის რჩეულთა შორის ფრანგი ენდრეუ ალბისი (“მორაბანკ ანდორა”), ფინელი სასუ სალინი (“უნიკახა”) და ბერძენი ვასილის სპანულისი (“ოლიმპიაკოსი”) მოხვდნენ.

საინტერესოა, რომ უფრო ადრე თავისი ხუთეული აწ უკვე “გიპუზკოა ბასკეტის” ქართველმა ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ შეადგინა და მასში ერთბაშად 3 თანამემამულე – მანუჩარ მარკოიშვილი, თორნიკე შენგელია და ზაზა ფაჩულია დაასახელა, რომელთაც გვერდში ესპანურ “სევილიაში” მისი ოდინდელი თანაგუნდელები – ჩეხი ტომაშ სატორანსკი და ლატვიელი კრისტაპს პორზინგისი ამოუყენა.

0.144485