თამაშგარე

11:31 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მშვენიერი ელენა ხახოლთა მიწიდან

დღეს უკრაინაში თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ უპოპულარულესიაო - ეს ახალგაზრდა მოდელი, მსახიობი, ტელეწამყვანი და მხატვარი ელენა ფილონოვაა, რომელიც უკვე ცნობილ ევროპულ ტელესერიალებშიც კი გადაიღეს და კიევში მისი არმცნობი ადამიანი უბრალოდ არ მოიძებნება.

მშვენიერი ელენას ბედსა და ხვედრს ხშირად უკავშირებდნენ მრავალ ცნობილ ადამიანს, მათ შორის ცოლთან მცირე ხნით გაშორებულ გოლკიპერ პიატოვსაც კი, თუმცა ხახოლა მიწის მკვიდრი ელენა თავპატიჟდაუდებლად ამბობს, რომ სანამ პოპულარობის ზენიტშია, მას სერიოზული ურთიერთობები უბრალოდ არ სურს და ურჩევნია კარიერული წინსვლა ცხოვრების მთავარ მიზნად დაისახოს.

ელენე ფილონოვა კარგა ხნის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი უკრაინული ტურისტული სააგენტოს სახე და პერსონა იყო. აქედან გამომდინარე, იგი წესით საქართველოსაც არაერთხელ ესტუმრებოდა, თუმცა ამის დამადასურებელი ფოტო და ინფორმაცია სამწუხაროდ ვერ მოვიძიეთ. ისე კი, ნამეტანავდ კარგი სანახავი იქნებოდა მესტიის კოშკების ფონზე მოპოზიორე ელიჩკა. ყველაფერს ბედი უნდა...

0.160528