ფეხბურთი

9:03 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

რუნი ინგლისის ნაკრებს დაემშვიდობა

ინგლის-აშშ-ის ამხანაგურმა მატჩმა, უბრალოდ ამხანაგურის სტატუსი მაშინ დაკარგა, როცა ცნობილი გახდა, რომ ეს შეხვედრა „სამი ლომის“ ოდინდელი კაპიტნისა და მთავარმეგოლისთვის, უეინ რუნისთვის გამოსათხოვარი იქნებოდა.

ხუთშაბათ საღამოს, დამშვიდობება ამაღელვებელი გამოდგა. „შრეკი“ (რუნის თიკუნია) „უემბლის“ მინდორზე თავის ოთხ ვაჟთან და ნაკრების დღევანდელ ლიდერ ჰარი კეინთან ერთად გამოჩნდა, მაყურებელს მიესალმა და ცრემლიც წამოუვიდა. თამაშში კი 58-ე წუთზე ჩაერთო დელე ალის ნაცვლად და კაპიტნის სამკლავურიც მოირგო.

ინგლისელებმა 3:0 მოიგეს ეს თამაში. რუნის ბურთი არ გაუტანია, თუმცა 53 გოლით, კვლავაც რჩება „სამი ლომის“ ყველა დროის საუკეთესო მეგოლედ.

ეს რუნისთვის 120-ე შეხვედრა გამოდგა ინგლისის ნაკრებში, რომლისთვისაც ის 2003-16 წლებში ირჯებოდა.

0.152583