ფეხბურთი

17:59 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდემ დემბელე ფინანსური სასჯელისგან იხსნა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი უსმან დემბელე ფინანსურ ჯარიმას გადაურჩა. როგორც ესპანური მედია იტყობინება, გასულ კვირაში ფრანგი ფეხბურთელი ერთ-ერთ ვარჯიშზე არ გამოცხადდა და მიზეზად მუცლის ტკივილი დაასახელა.

თუმცა, კლუბმა დემბელეს ვერსია არ დაიჯერა და მისი დაჯარიმება 10 ათასი ევროს ოდენობით გადაწყვიტა. მაგრამ, დემბელე სასჯელისგან ერნესტო ვალვერდემ იხსნა. ესპანელმა სპეციალისტმა მიიჩნია, რომ ასეთი დასჯა დემბელესთვის სამაგალითო არ იქნებოდა და სხვა ხერხს მიმართა: „ბეტისთან“ (3:4) მატჩში განაცხადს მიღმა დატოვა.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ უსმან დემბელე კატალონური ყოფით უკმაყოფილოა და არაა გამორიცხული გუნდი დატოვოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101193