თამაშგარე

15:39 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანა ივანოვიჩი წარმართულ ღვთაებად გარდაისახება

სექსუალურთა შორის სექსუალურად არაერთგზის აღიარებულმა სერბმა მეჩოგნემ, ანა ივანოვიჩმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაანონსა, რომ მსახიობობა ქონდა გადაწყვეტილი და სხვადასხვა კონოსტუდიის მიერ მისთვის გაკეთებულ შეთავაზებებს განიხილავდა. თუმცა, აქამდე მისი ეს ოცნება ვერადა ვერ ახდა.

ახლა კი თავად ანა აცხადებს, რომ საბოლოოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მომავალი წლის გაზაფხულიდან გერმანულ სატელევიზიო დოკუმენტურ-მხატვრულ პროექტში მიიღებს მონაწილეოიბას, სადაც ძველ წარმართულ ღვთაებას განასახიერებს და იმედი აქვს, რომ ეს საქმე კარგად გამოუვა.

მას შემდეგ, რაც ანა ივანოვიჩი გერმანელი ვეტერანი მობურთალის, ბასტიან შვაინშტაიგერის მეორე ნახევარი გახდა, მისი ცხოვრების დიდი ნაწილი გერმანიას დაუკავშირდა და საცხოვრებლადაც გერმანია არჩია. ამიტომ, ალბათ არაა გასაკვირი, რომ არჩევანი სწორედ გერმანელ რეჟისორებზე და კინოსტუდიაზე შეაჩერა. რატომაც არა!...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140141