სხვა

13:49 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მეორე მარცხი (+VIDEO)
ნოემბრის ბაშო იოკოძუნას გარეშე გრძელდება

ფუკუოკაში მიმდინარე წლის დასკვნითი სუპერტურნირის მე-5 დღე წარუმატებელი გამოდგა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძისთვის.

დასავლეთის ოძეკის წოდების მქონე ქართველი სეკიტორი დასავლეთის პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის გაეჯიბრა, მეტოქის მავაშის ხელში მოგდება ვერ მოახერხა, იაპონელმა სუმოისტმა კი საპასუხო იერიში განახორციელა და ოშიტაოშით იმარჯვა.
ამგვარად, ტოჩინოშინს 3 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და დადებით ბალანსს (კაჩი-კოში) ინარჩუნებს, ხვალ კი, ძალებს აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა შოდაისთან მოსინჯავს, რომელთან ურთიერთშეხვედრებში 5:6 მარცხდება.
კიუშიუ ბაშოს 5 დღის თავზე დაუმარცხებლები კომუსუბი ტაკაკეიშო და მე-2 მაეგაშირა ტოჩიოძანი რჩებიან, ოძეკი ტაკაიასუ პირველად დამარცხდა, ოძეკი გოეიდომ კი უკვე მესამედ წააგო.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ნოემბრის სუპერტურნირი ნაადრევად დაასრულა იოკოძუნა კისენოსატომ. იაპონელმა სეკიტორმა კიუშიუ ბაშოს სასტარტო დღეს (შო-ნიტი) მუხლის ტრავმა მიიღო, ის ბრძოლა ხომ დათმო და კიდევ 3 მარცხი განიცადა.
გუშინ კისენოსატომ მწვრთნელთან კონსულტაცია გაიარა და შეჯიბრიდან მოხსნა გადაწყვიტა, ამდენად, დღეს დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტამავაშის გამარჯვება უბრძოლველად ერგო.
რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში მე-3 საშეჯიბრო დღე მიილია, თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს კი 1 მოგება და 2 მარცხი აქვს. ქართველი გოლიათი, რომელსაც პირველი განთესვა აქვს, დღეს, მე-2 ნომერ იროდორის გაეჯიბრა და სუკუინაგეთი დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115759