ფეხბურთი

0:59 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია: "გვინდა, რომ წარმატებით დაწყებული საქმე ასევე დავასრულოთ"

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ანდორასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი აბურჯანია ახლდა. ქართველმა ნახევარმცველმა თქვა, რომ გუნდში კარგი განწყობაა და მიზანი დარჩენილი ორივე თამაშს მოგებაა.

„ოთხი გამარჯვების შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა. მოდუნებულები არ ვართ, რადგან ეს საქართველოს ნაკრებია და ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. წელს ბოლო ორი ოფიციალური თამაში დაგვრჩა და გვსურს,რომ ერთა ლიგაზე წარმატებით დაწყებული ეტაპი ასე გავაგრძელოთ. უკვე სამი დღეა ანდორაში ვიმყოფებით და საკმაოდ კარგი გარემოა, ის ფეხბურთელები ვინც ამ ეტაპზე ნაკრებთან ერთად ვართ, თამაშის მოლოდინში ვართ და გვსურს, რომ ანდორასთან კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა ჩავატაროთ", - განაცხადა აბურჯანიამ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ანდორის ნაკრებთა შეხვედრა 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.112261