სხვა

16:11 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ჩემპიონატს 3 ლიდერი ჰყავს  

ხელბურთელ ქალთა ეროვნულ ჩემპიონატზე, სენაკში, პირველი ტური დაასრულა დასავლეთი საქართველოს ოთხმა გუნდმა. ლიდერი სამია - ფოთის ოქრო ვერძი, სამტრედია და აჭარა.

ამ სამეულმა ერთმანეთში თითო თამაში მოიგო: ფოთმა აჯობა აჭარას (18-16), წააგო სამტრედიასთან (17-21), რომელიც, თავის მხრივ, დამარცხდა აჭარელებთან - 11-17.

ნოემბრის ბოლო დეკადაში ერთმანეთში ითამაშებს დასავლეთის ოთხეული - ქარიშხალა, მამული, ყვარელი და პეგასი.

ქალთა ეროვნული ჩემპიონატი ზედიზედ მეოთხედ იმართება. 2016 წელსგაიმარჯვა პეგასმა, 2017 წელს - ყვარლის გუნდმა, ხოლო ბოლო ჩემპიონატის გამარჯვებულია თბილისის ქარიშხალა.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

ქალები, უმაღლესი ლიგა. 14 ნოემბერი, სენაკი

სამტრედია - აჭარა 11-17

სამ: კოპალეიშვილი, ზაქარეიშვილი - ტყეშელაშვილი 3, ფოცხვერია 3, რუსია 2, ბურკაძე 2, ცირეკიძე 1, კარტოზია, ჯოჯუა, ესაკია, ჩხაიძე

აჭ: ქარჩავა - დვალიშვილი 6, ქამაშიძე 4, აიოზბა 3, კომახიძე 3, საფარიძე 1, ცივნარიძე, კოჩალიძე

მსაჯები: შ. სტურუა - ზ. აბრამიშვილი

წყალტუბო - ოქროს ვერძი ფოთი 13-26

წყ: კინწურაშვილი, ჩავჩიძე 4 - ჩირგაძე 5, ნიკოლიშვილი 2, კეკუტია 1, ლაღაძე 1, ხეცურიანი, დარსაველიძე, ბენდელიანი, ტყაბლაძე, ბოჟაძე

ფოთ: ფიფია - ჯგერენაია 9, კობახია 5, სურგულაძე 4, ნ. რურუა 3, ბაბულეიშვილი 2, ბჟალავა 2, კუპრიევა 1, გოგია , თ.რურუა

მსაჯები: ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი, დელეგატი: ლ. მარგიანი

------------------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

ფოთი-----------3---2---0---1---61-50---4

სამტრედია-----3---2---0---1---55-48---4

აჭარა------------3---2---0---1---54-47---4

წყალტუბო-----3---0---0---3---45-70---0

-----------------------------------------------

ყვარელი--------0---0---0---0-----0-0----0

ქარიშხალა------0---0---0---0-----0-0----0

პეგასი-----------0---0---0---0-----0-0----0

მამული---------0---0---0---0-----0-0----0

13 ნოე. აჭარა - წყალტუბო 21-18, ფოთი - სამტრედია 17-21

12 ნოე. აჭარა - ფოთი 16-18, სამტრედია - წყალტუბო 23-14

ქარიშხალა, მამული, პეგასი, ყვარელი ითამაშებენ ნოემბრის მესამე დეკადაში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110848