ფეხბურთი

16:30 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რანიერი პრემიერლიგაში დაბრუნდა

კლაუდიო რანიერი ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა და ამიერიდან „ფულჰემს“ გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას ლონდონური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.

იტალიელმა სლავისა იოკანოვიჩი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. „კოტეჯერებს“ პრემიერლიგის 12 ტურის შემდეგ მხოლოდ 5 ქულა აქვთ მოპოვებული და ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

„ფულჰემმა“ ერთადერთი გამარჯვება 26 აგვისტოს, „ბარნლისთან“ (4:2) მოიპოვა და მას შემდეგ მოუგებლად ასპარეზობს.

რაც შეეხება რანიერის, „ლესტერში“ ტრიუმფალური მუშაობის შემდეგ, რომელიც 2016 წელს გააჩემპიონა, ფრანგულ „ნანტში“ მუშაობდა. „ლესტერიდან“ კი, 2017 წლის თებერვალში დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12061