ფეხბურთი

9:31 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გაიცანით: სანდრო ტონალი - „ახალი პირლო“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, „სკუადრა აძურას“ ფლორენციულ შეკრებაზე, სერია B-ს წარმომადგენლის, „ბრეშას“ 18 წლის ნახევარმცველი, სანდრო ტონალი გამოიძახა.

„ის გასაოცრად ნიჭიერია და დღითი-დღე იზრდება. ვფიქრობ, მალე ის ნამდვილი ვარსკვლავი გახდება. ამ დღეებში კიდევ უკეთ გავიცნობ.“ - უთხრა მანჩინიმ ჟურნალისტებს.

ცხადია, ფართო საზოგადოებისთვის ეს ყმაწვილი სრულიად უცნობია, თუმცა, Daily Mail-ის ცნობით, მისთვის უკვე „იუვენტუსს“ დაუდგამს თვალი. ტონალის სათამაშო მანერის გამო, „ახალ პირლოსაც“ უწოდებენ.

„აძურაში“ ტონალის დებიუტი 17 ნოემბერს, ერთა ლიგის მატჩში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ შედგება მილანში. სამი დღის შემდეგ კი იტალიელები ბელგიურ გენკში ამერიკელებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.

0.11177