ჩოგბურთი

21:21 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანდერსონმა ნიშიკორი გაანადგურა

ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეორე წრის მატჩში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. კევინ ანდრსონმა კეი ნიშიკორი 6:0, 6:1 გაანადგურა. შეხვედრა საათსა და 6 წუთს გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც ნიშიკორიმ ფედერერს მოუგო, ალაბთ, იაპონელის ასეთ ანადგურებას არავინ არ ელოდა.

ანდერსონმა 12 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ნიშიკორის მთელ თამაშში ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია. კევინმა 10 ეისი ჩააწოდა, ხოლო კეიმ მხოლოდ ორი. შეხვედრაში სულ 85 ქულა გათამაშდა, საიდანაც სამხრეთ აფრიკელმა 56 მოიგო, იაპონელმა - 29.

ბ ჯგუფს ორი მოგებით კევინ ანდერსონი ლიდერობს. ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში როჯერ ფედერერი დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება. ამ მატჩი დამარცხებული ჯგუფიდან გასვლის შანსს ფაქტობრივად დაკარგავს.შეხვედრა 14 ნოემბერს თბილისის დროით 00:10 საათზე დაიწყება.

ბ ჯგუფი:

1. ანდერსონი 2 2 0 4:0 2
2. ნიშიკორი 2 1 1 2:2 1
3. ფედერერი 1 0 1 0:2 0
4. ტიმი 1 0 1 0:2 0

0.115764