ფეხბურთი

23:16 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ზიდანზე ფიქრობს

მიუნხენის „ბაიერნისთვის“ სეზონი იდეალურად არ დაწყებულა და დღე არ ჩაივლის ისე, რომ ნიკო კოვაჩის შესაძლო მემკვიდრეებზე არ დაიწროს. ესპანური გამოცემა Ok Diario-ს ცნობით, „რეკორდმაისტერის“ ახალი მწვრთნელი დიდი შანსია ზინედინ ზიდანი გახდეს.

გერმანული გიგანტის შეფები ნიკო კოვაჩის მუშაობით კმაყოფილები არ არიან და მის შემცვლელებზე მუშაობენ. ესპანურ წყაროს თუ დავუჯერებთ, ისინი უკვე დაუკავშირდნენ ზინედინ ზიდანს და მიუნხენში სამსახური შესთავაზეს. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, ზიდანმა ტრიუმფალური მუშაობის შემდეგ მადრიდის „რეალი“ გასული სეზონის დასრულებისთანავე დატოვა.

თავის მხრივ, კოვაჩმაც „ბაიერნი“ ზაფხულში ჩაიბარა, მაგრამ სეზონის განვლილი ნაწილი წარუმატებელია - „რეკორდმაისტერი“ ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზეა და ლიდერ „დორტმუნდს“ 7 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109968