კალათბურთი

22:49 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას წარუმატებელი მატჩი ესპანეთში

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში მე-2 მარცხი განიცადა და ლიდერობა დათმო, ამასთან, ქართველ კალათბურთელსაც წარუმატებელი თამაში ჰქონდა.

ბასკონიელები სტუმრად “მორაბანკ ანდორასთან” 73:93 დამარცხდნენ, შენგელია კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა დ 19:56 წუთში 7 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ბასკონია” სატურნირო ცხრილში გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 18 ნოემბერს, შინ, “გრან კანარიასთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10318