ფეხბურთი

20:13 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" "ჩიხურასთან" განადგურდა

ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ლიდერმა „საბურთალომ“ ქულები ჯერ კიდევ გუშინ დაკარგა და „დინამოს“ კარგი შანსი მიეცა, რომ ჩამორჩენა შეემცირებინა. თუმცა, როგორც ჩანს, დედაქალაქურმა გუნდმა ფარ-ხმალი საბოლოოდ დაყარა.

1:4 - ასეთი ანგარიშით წააგო „დინამომ“ „ჩიხურასთან“ და სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. საჩხერელებმა მეტოქესთან შედარებით გაცილებით გააზრებულ ფეხბურთი აჩვენეს უკვე მეორე ტაიმის დასაწყისისთვის 3-ბურთიანი სხვაობით იგებდნენ.

თუ „დინამომ“ „საბურთალოს“ უკვე 8 ქულით ჩამორჩა, „ჩიხურამ“ ევროპა ლიგის ზონაში ადგილი გაიმყარა და გორის „დილასთან“ 4-ქულიანი უპირატესობა აქვს. წინ კი 4 ტურია დარჩენილი.

ოფიციალურად არა, მაგრამ ძალიან ახლოსაა „საბურთალო“ ჩემპიონობასთან. „დინამოში“ კი დიდი წმენდაა საჭირო და მოსალოდნელიც. გუნდი აშკარად ღრმა კრიზისშია...

„დინამო“ – „ჩიხურა“ 1:4 (0:1)

გოლები: 0:1 სარდალიშვილი (11), 0:2 გაბედავა (46), 0:3 გაბედავა (51), 1:3 შენგელია (70), 1:4 გაბედავა (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118679