ფეხბურთი

15:12 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირის ლამაზი გოლი ყაზახეთში (+VIDEO)

ყაზახეთის ჩემპიონატში თავის გამოჩენა შეძლო ნიკა კვეკვესკირმა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა „ტობოლს“ „კიზილჟართან“ შეხვედრაში უკაპიტნა და გოლიც გაიტანა.

კვეკვესკირმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა. საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით დაარტყა და ლამაზი გოლი გამოვიდა. ნიკა მოედანზე 67-ე წუთამდე იყო და ჯაბა კანკავას დაუთმო ადგილი. თავის მხრივ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მინდორზე ლატვიასთან მიღებული ტრავმის შემდეგ პირველად გამოჩნდა.

რაც შეეხება კვეკვესკირს, სეზონში მეორე გოლი გაიტანა 29-ე შეხვედრაში.

საბოლოოდ, „ტობოლმა“ 3:0 მოიგო. ქართველების გუნდს 53 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117168