ფეხბურთი

18:25 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გოდინმა ტრავმა მიიღო

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" მცველმა დიეგო გოდინმა "ბილბაოსთან" მოგებულ (3:2) შეხვედრაში მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი დაიზიანა. როგორც "როხიბლანკოსის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელის ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია და მომდევნო 48 საათის განმავლობაში სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება.

გოდინმა "ატლეტიკოს" ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩში 91-ე წუთზე გატანილი გოლით მოაგებინა. მიმდინარე სეზონში დიეგომ 15 მატჩი ჩაატარა და თავი ორი გოლით გამოიჩინა.

0.113542