ფეხბურთი

3:59 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

არაბულის გოლი უნგრეთში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატში ბაჩანა არაბულმა გოლის გატანა მოახერხა. „პუშკაშ აკადემია“ ბუდაპეშტში მტკ-ს ეწვია და 2:3 დამარცხდა, ხოლო ერთი ბურთი სტუმართაგან ქართველმა შემტევმა მიითვალა.

38-ე წუთზე, არაბულმა საჯარიმოს მისადგომებთან კარგად ითამაშა, მეტოქის კარში ზუსტად დაარტყა და იმ დროისთვის წონასწორობა აღადგინა (1:1). თუმცა, საბოლოოდ მისი გუნდი მაინც უქულოდ დარჩა.

ბაჩანამ აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, ეს კი მისთვის მესამე გოლი იყო მიმდინარე სეზონში. „პუშკაშ აკადემიას“ 14 ტურის თავზე ამდენივე ქულა აქვს და მეცხრე პოზიციას ამაგრებს.

აქვე შეგახსენებთ, არაბული ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა და ორშაბათიდან უკვე „ჯვაროსნებთან“ ერთად დაიწყებს მზადებას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის.

0.109996