კალათბურთი

13:08 | 9.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მილოუკმა“ „გოლდენ სტეიტი“ გაანადგურა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ოკლენდში, სადაც „მილოუკმა“ „გოლდენ სტეიტი“ 134:111 დაამარცხა. „ბაქსმა“ „მეომრები“ პირველ სამ პერიოდში 26 ქულით დაამარცხა და ბოლო პერიოდი ფორმალობა იყო. მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა ერიკ ბლედსოუმ ჩააგდო, „გოლდენ სტეიტში“ 24 ქულით ტომპსონი გამოირჩა. „გოლდენ სტეიტი“ 10 მოგებით და 2 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, „მოლოუკი“ 9 მოგებით და 2 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

„ფინიქსი“ შინ „ბოსტონს“ დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე ერთი წამით ადრე „ფინიქსი“ 100:97-ს იგებდა. ბოლო წამზე მორისმა სამქულიანი ჩააგდო და 100:100 გახადა. დაინიშნა ოვერტაიმი, სადაც ბოსტონელებმა უკეთ ითამაშეს და საბოლოოდ 116:109 მოიგეს. კაირი ირვინგმა 39 ქულა ჩააგდო, ბუკერს 38 ქულა ჰქონდა.

„ოკლაჰომა“ – „ჰიუსტონი“ 98:80 (29:19, 30:26, 21:15, 18:20)

https://www.youtube.com/watch?v=VGhg0cHDPxQ

„ფინიქსი“ – „ბოსტონი“ 109:116 (32:13, 23:22, 25:30, 20:35, ო.ტ. 9:16)

https://www.youtube.com/watch?v=NcQ5Gj2m13w

„პორტლენდი“ – „კლიპერსი“ 116:105 (37:28, 24:29, 23:24, 32:24)

https://www.youtube.com/watch?v=jlAS1pb7F-8

„გოლდენ სტეიტი“ – „მილოუკი“ 111:134 (29:32, 22:32, 28:41, 32:29)

https://www.youtube.com/watch?v=C2rGFXfL3SQ

თეგებინბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11508