ფეხბურთი

1:40 | 9.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიშვილის ეფექტური გოლი ევროპა ლიგაზე (+VIDEO)

ევროპა ლიგის მეოთხე ტურში ქართული გოლი გავიდა. ტრნავას „სპარტაკის“ ჩვენებურმა შემტევმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა ზაგრებში „დინამო“ დაამწუხრა. ქართველმა ფეხბურთელმა 63-ე წუთზე გამოიჩინა თავი და თანაც, საკმაოდ ეფექტური გოლით.

ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, ოდნავ სიღრმისკენ შეიწია და მეკარისაგან შორეულ კუთხეში მოხდენილი გოლი შეაგდო.

„სპარტაკს“ ეს გოლი დიდად არაფერში წაადგა - იქამდე 0:2 აგებდა და საბოლოოდ, 1:3 წააგო. ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მის გარდა, სლოვაკთა რიგებში 83 წუთი იყო მინდორზე დავით სხირტლაძე, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო.

4 ტურის თავზე D ჯგუფში „სპარტაკს“ 3 ქულა აქვს მეორე ადგილოსან „ფენერბახჩეს“ 4 ქულით ჩამორჩება. ზაგრების „დინამომ“ კი ამ გამარჯვებით უკვე მოიპოვა პლეი-ოფის საგზური.

Loading...
სტატისტიკა
0.235759