ჭადრაკი

17:40 | 8.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონატს ხოტენაშვილიც გამოეთიშა

რუსულ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატს ჭადრაკში ბოლო ქართველი მონაწილე – ბელა ხოტენაშვილი (2477) გამოეთიშა.

ტურნირის 1/16-ფინალში ბელა ინდოელ დრონავალი ჰარიკას (2498) გაეჯიბრა და ორივე კლასიკური პარტია ყაიმით დაასრულა. დღეს, ტაი-ბრეიკზე პირველ პარტიაში ასევე ფრე დაფიქსირდა, მეორეში კი, ჰარიკამ შავი ფიგურებით მოიგო და საბოლოოდ, 2.5:1.5 იმარჯვა.
საინტერესოა, რომ პირველ წრეში ინდოელმა მოჭადრაკემ ანალოგიური შედეგით სოფიკო ხუხაშვილს (2316) სძლია. მსოფლიო პირველობას ასევე გამოეთიშნენ ნინო ბაციაშვილი (2465), ლელა ჯავახიშვილი (2477) და ნანა ძაგნიძე (2516).

Loading...
0.146644