ფეხბურთი

16:30 | 8.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" კაჭარავას გადადგომას არ ადასტურებს

კახი კაჭარავა „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას აგრძელებს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ კაჭარავამ და დაკავებული თანამდებობა დატოვა, თბილისური გუნდის პრესსამსახურში არ დაგვიდასტურეს.

„კაჭარავა კლუბშია და აგრძელებს მუშაობას“, - გვითხრა „დინამოს“ პრესსამსახურმა.

შეგახსენებთ, ბოლო დროს „დინამო თბილისი“ წარუმატებლად თამაშობს და გარდა იმისა, რომ ჩემპიონობის მიზერული შანსი აქვს, საქართველოს თასის გათამაშებას ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ „გაგრასთან“ გამოეთიშა.

Loading...
0.147814