ფეხბურთი

3:53 | 8.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "მანჩესტერს" გამარჯვება არ დაუმსახურებია"

ტურინის „იუვენტუსმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ საუთარ მოედანზე 1:2 წააგო. არადა, მასპინძლები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ორივე გოლი ბოლო 4 წუთში გაუშვეს.

ანგარიში ულამაზესი გოლით კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, რომელმაც მატჩის შემდეგ Sky Sport-თან ისაუბრა:

„მთელი თამაში ჩვენი დომინირებით წარიმართა. გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა და თავი მაღლა უნდა ავწიოთ. პირველ ადგილზე ვართ და ბოლო ტურის მერეც ამავე პოზიციაზე ვიქნებით.

წაგება სასიამოვნო არასდროსაა, მაგრამ ეს ყველაზე კარგ დროს მოხდა. „მანჩესტერს“ არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ გამარჯვება მოეპოვებინა, უბრალოდ გაუმართლა“, - აღნიშნა პორტუგალიელმა.

აქვე გეტყვით, რომ 4 ტურის მერე H ჯგუფს „იუვენტუსი“ 9 ქულით ლიდერობს, „მანჩესტერს“ 7 ქულა აქვს, ხოლო „ვალენსიას“ – 5.

0.115597