ჭადრაკი

19:21 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბრძოლას მხოლოდ ხოტენაშვილი აგრძელებს

რუსულ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ბრძოლას ერთადერთი ქართველი მოჭადრაკე აგრძელებს. ბელა ხოტენაშვილმა (2477) ინდოელ დრონავალი ჰარიკასთან (2498) მე-2 პარტიაც ყაიმით დაასრულა და ხვალ ტაი-ბრეიკში ჩაებმება.

სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშნენ ნანა ძაგნიძე (2516) და ნინო ბაციაშვილი (2465). ძაგნიძეს ჩინელ ტინჯიე ლეისთან (2457) პირველი პარტია ყაიმით ჰქონდა დასრულებული, დღეს კი, დამარცხდა და 0.5:1.5 წააგო. თავის მხრივ, ჩინელვე მო ჟაისთან (2352) ორივე პარტიაში დამარცხდა ბაციაშვილი.

Loading...
0.164672