ფეხბურთი

19:02 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრა" და "ტორპედო" საქართველოს თასის ფინალში

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალისტები ცნობილია - „ტორპედო“ ქვედალიგელ „გაგრას“ დაუპირისპირდება.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თასის ნახევარფინალში ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი „თელავი“ დაამარცხა. ერთადერთი გოლი გავიდა, რომელიც სტუმრებმა მატჩის დასაწყისშივე გაიტანეს. ოლექსანდრ აზაცკიმ კუთხურის შემდეგ თავით შეძლო მეტოქის კარში გოლის გატანა. კახელებმა მცდელობის მიუხედავად, დარჩენილ დროში სიტუაცია ვერ შეცვალეს და „ტორპედო“ ფინალშია.

მეორე ნახევარფინალური შეხვედრის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ასევე კუთხურს მოჰყვა და ასევე თავით გავიდა. თუმცა, ამ შემთხვევაში სენსაცია მოხდა, ეროვნული ლიგა 20ის წევრა „დინამო თბილისს“ აჯობა. „გაგრასა“ და „დინამოს“ მატჩის 90 წუთი უგოლოდ გაილია, დამატებით დროში კი გაგრელებმა იმძლავრეს. მათიაშვილმა 105-ე წუთზე შეაგდო და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

„გაგრამ“ საქართველოს თასის ფინალში გასვლა მეორედ მოახერხა (პირველად 2011 წელს და მოიგო კიდეც). აი, „დინამოში“ ცალსახად კრიზისია... დიდი ალბათობით, სეზონს ისევ უტიტულოდ დაასრულებს...

„თელავი“ – „ტორპედო“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 აზაცკი (10)

„გაგრა“ – „დინამო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მათიაშვილი (105)

0.13781